ქართულ ბაზარზე ახალმა ავიაკომპანია "ეარ კაირომ" პირდაპირი, რეგულარული ფრენების განხორციელება, თბილისსა და შარმ ელ-შეიხს შორის, ნოემბერში დაიწყო და რეისებს კვირაში სამჯერ ასრულებს.
ეგვიპტური ავიახაზების „ეარ კაირო"-ს საქართველოში შემოსვლა „ინტერკო ტრეველ ჯგუფი"-ს აქტიური ძალისხმევით მოხერხდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მგზავრთა ნაკადის ზრდასთან ერთად საჭირო გახდა პირდაპირი, რეგულარული რეისების განხორციელება, რომელიც იქნებოდა სტაბილურობის და ავიაბილეთების ხელმისაწვდომობის გარანტიც, რაც საერთო ჯამში ტურ-პაკეტებსაც გააიაფებდა. "ეარ კაირო" მაღალი რეპუტაციისა და იმიჯის მქონე სტაბილური ეგვიპტური ავიაკომპანიაა, ხოლო ის ფაქტი, რომ ფრენები ხელმისაწვდომია სომხური და აზერბაიჯანული ბაზრებისთვისაც, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს დამატებით, მგზავრთა გადაყვანის კვანძად აქცევს. გარდა ამისა, რეგულარული რეისების არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სატვირთო გადაზიდვების გაუმჯობესებასაც.
ეკონომისტი - ირაკლი ლექვინაძე ამბობს, ღია ცის პოლიტიკის გატარების გამო ბაზარი კონკურენტუნარიანია, ბოლო პერიოდში საკმაოდ დინამიურად ვითარდება და მზარდია. "ეარ კაიროს" რეგულარული რეისებით შემოსვლამ და ოპერირებამ ქართულ ბაზარზე კი კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების პარალელურად, მგზავრობა კიდევ უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი გახადა. ხოლო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ყოველი ახალი ავიაკომპანის შემოსვლას ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობის ზრდაც უკავშირდება, საქართველოში შემომყვანი ტურიზმისთვის ეს დამატებით ხელშემწყობი ფაქტორი გახდება, ეკონომიკისთვის კი პოზიტიური მაჩვენებელი.
"ეარ კაირო" 2003 წელს დაფუძნდა და აქციონერები არიან უმსხვილესი ეროვნული გადამყვანი Egyptair, ეგვიპტის ეროვნული ბანკი და ბანკი "MISR", რამაც, ფაქტობრივად ახალი ეგვიპტური ავიაკომპანიის მიმართ ნდობა დასაწყისშივე განაპირობა. დღეს, "ეარ კაირო ", როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ფრენებს ახორციელებს და ყოველკვირეულად, დაახლოებით 110 რეისს ასრულებს. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ მათი მთავარი უპირატესობაა: უსაფრთხოება, კომფორტულობა, ხელმისაწვდომობა, 30 კგ-მდე ბარგის უფასო ტრანსპორტირება და სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისგან განსხვავებით, მგზავრთა საკვებითა და სასმელით უფასოდ უზრუნველყოფა.
რეგულარულ ფრენებს სხვა უპირატესობებთან ერთად, ბევრი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობაც აქვს- რაც საერთო ჯამში, მასშტაბის ეფექტის მიხედვით მოქმედებს ფასზე. შესაბამისად, დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ოპერირება ქართულ ბაზართან შედარებით, თითქმის განახევრებული ფასებით დაიწყო, რამაც ავიაბილეთებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა განაპირობა და მცირე დროის მიუხედავად, გაყიდვებით 1,5-ჯერ აღემატება კონკურენტებს.
"ეარ კაირო"-ს მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს და სამხრეთ სინაის რეგიონის გუბერნატორის ხელშეწყობით საკურორტო ქალაქ შარმ ელ შეიხში ტურიზმის ქართველი პროფესიონალებისათვის შეხვედრების 4 დღიანი სერია ჩატარდა. ღონისძიებების მიზანი მცირე და საშაულო ტურისტული კომპანიების მხარდაჭერა და მათი საქმიანობის დიაპაზონოს გაფართოება იყო. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ მიმღებ ტურ ოპერატორებს, სასტუმროების და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, რათა მომხდარიყო ახალი გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების დამყარება და შედეგად ტურისტული სააგენტოებისათვის უკეთესი შესაძლებლობების მიცემა საკუთარი ბიზნესის არეალის გასავითარებლად. ახალ პარტნიორებთან ერთად, რეგულარული ფრენები მათ პროდუქტის დაგეგმვისა და გაყიდვისას მეტ თავისუფლებას ანიჭებს და ტურისტული პაკეტების გაიაფების პარალელურად, მოგების მაღალ მარჟასაც უტოვებს.
ბაზარზე ახალი მოთამაშის სახით ეგვიპტური ავიახაზების შემოსვლა, მგზავრებს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად, ონლაინ შეიძინონ ავიაბილეთები და ისე დაგეგმონ მოგზაურობა, რომ არ იყვნენ მხოლოდ ოპერატორების მიერ შერჩეულ სასტუმროებსა და პირობებზე დამოკიდებულნი.
რეგულარული ფრენები ინდივიდუალურ მოგზაურებს აძლევს შესაძლებლობას - ოპტიმალური განაკვეთით და სასურველ დროს შეიძინონ ბილეთები წითელი ზღვის კურორტებზე გასამგზვრებლად ან ამ კურორტების გავლით ევროპაში ჩასასვლელად. "ეარ კაირო"-ს მგზავრებს აქვთ შესაძლებლობა თბილისიდან შარმ ელ-შეიხის გავლით იმგზავრონ ევროპის რამდენიმე მიმართულებითაც, ხოლო მომავალი ზაფხულიდან ავიაკომპანია გეგმავს ფრენებს საკურორტო ქალაქ ჰურგადას მიმართულებითაც.